ღია კარის დღეები გრძელდება!
ა/წ 14 მარტს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობამ და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბათუმის "მომავლის სკოლის" მოსწავლეებთან.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღია კარის დღეს ორგანიზება გაუწია პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ.
ღია კარის დღეები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და ბაზის დათვალიერებით.