დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 22 მაისს, მირონიდან ბარში მისი წმინდა ნაწილების გადასვენების დღეს.
მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები 1087 წელს გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა.
შეგეწიოთ ყველას სიყვარულისა და სიკეთის მღვდელმთავარი.