GE|EN

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ა/წ 25 ივნისს ბუსსს ანრის ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში.
ცერემონიის შემდეგ სასწავლებლის კუთვნილ სასწავლო საწვრთნელ გემთან გაიმართა ბუსსს ანრის პროფესიული სტუდენტების და თანამშრომლების დაჯილდოება.
სამ წარჩინებულ პროფესიულ სტუდენტს გადაეცა სიგელები და ერთჯერადი სტიპენდია.
ბუსსს ანრის სრული შემადგენლობა და პროფესიული სტუდენტები ულოცავს მეზღვაურებს და საზღვაო დარგის ყველა წარმომადგენელს მეზღვაურის საერთაშორისო დღეს!