GE|EN

საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღე

18 მაისი საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღეა.
IMO-ს ასამბლეამ ამ დღის დაწესების შესახებ რეზოლუცია 2021 წელს მიიღო.
ეს დღე მიზნად ისახავს საზღვაო სფეროში არსებული გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების მხარდაჭერას, საზღვაო სფეროში ქალთა დასაქმების ხელშეწყობას, მათი როლის გაზრდას და ასევე, IMO-ს ერთგულების გაძლიერებას გაეროს მდგრადი განვითარების V მიზნის - გენდერული თანასწორობის მიმართ.