ფორუმი დასაქმების მსურველთათვის!
ხვალ,5 ოქტომბერს,12 საათზე სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციიის მხარდაჭერით დაგეგმილია დასაქმების ფორუმის ჩატარება.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებისათვის დასაქმების ხელშეწყობა.დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ,გაეცნონ წარმოდგენილ ვაკანსიებს და ადგილზე გაესაუბრონ კერძო სექტორის წარმომადგენლებს,რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა.
გისურვებთ წარმატებებს!