ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა "იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში".
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა 2022 წლის 16 მარტს ონლაინ შეხვედრა გამართა ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრის პროფესიული სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალოსთვის. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში, რომელსაც უძღვებოდა გვანცა ჩხეიძე .
საზოგადოებრივმა დამცველმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგენა ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის შესახებ. მომხმარებლებს გააცნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრის/განცხადების განხილვის წესები და ვადები, აგრეთვე დარგში შემავალი სხვა საკითხები.