ა/წ 13 მარტს ბუსსს ანრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ ვიზიტით ბათუმის სამედიცინო აკადემიაში.
ბუსსს ანრისა და ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციები,სემინარები, შემეცნებით/გასართობი აქტივობები და სხვა სტუდენტური ღონისძიებები.
ვიზიტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ პრეზენტაცია აკადემიის შესახებ, გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
მადლობას ვუხდით სამედიცინო აკადემიას ინფორმაციული და გულთბილი მასპინძლობისათვის.