ბუსსს ანრის მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შეესაბამება მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების საერთაშორისო და ნაციონალურ სტანდარტებს.
მეზღვაურები წვრთნას გადიან როგორც იმიტირებულ, ასევე რეალობასთან მიახლოებულ გარემოში.
აქტიურად მიმდინარეობს სიმულატორების განახლება ახალ მოთხოვნებთან შესაბამისად.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1.22 მოდელ კურსის (IMO Model Course) საფუძველზე შემუშავებული საწვრთნელი პროგრამის თანახმად სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის (Bridge Resource Management) კურსი ტარდება კომპანია Wartsila-ს მიერ განახლებულ,უახლესი მოდელის სიმულატორზე: NTPro 6 ver. 6.02 Simulator Full Mission Navigational, რომლის ვიზუალიზაცია შეადგენს 160℃ ხედს.
კურსი აღიარებულია სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
ფოტოზე ასახულია ამჟამად მიმდინარე საწვრთნელი კურსის პრაქტიკული ნაწილი: “ბოსფორის სრუტის გავლა” ტანკერზე VLCC2 (DIS.321260T).
კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად და დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე:
+995 579 23 44 99