დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.
23 ნოემბერს (ძვ. სტილით 10 ნოემბერს) მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს (ძვ.სტილით 23 აპრილს) წმინდანის აღსრულების დღეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება.
გიორგობას გილოცავთ!
წმიდა დიდმოწამე გიორგის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!