GE|EN

ინტელექტუალური თამაშები „რა, სად, როდის“

შპს ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები „რა, სად, როდის“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სრუდენტებისაგან შედგენილმა 5-მა (ხუთი) გუნდმა: 1. „ანრი“; 2. „მეზღვაორები“; 3. „არგო“; 4. „მგლები“; 5. „ნეფტუნი“. ჟიური შედგენილი იყო სასწავლებლის ადმინისტრაციის, მეზღვაურთა პროფესიული კავშირისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის წარმომადგენლებისაგან. ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სასწავლებლის თანამშრომლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტთა მთელმა პირადმა შემადგენლობამ.