ბუსსს ანრის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მიზანი და პრიორიტეტია პერსონალის განვითარება, კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე მოთხოვნებზე შესაბამისობა. სწორედ ამ მიზნით პერსონალს უტარდება სხვადასხვა ტრენინგები.
ამა წლის 28-29 ოქტომბერს ბუსსს ანრის პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი : „დროის მენეჯმენტი“.
ტრენინგის მიზანი იყო ცხოვრების დაბალანსების წესების შესწავლა,რაც მიიღწევა არაეფექტურად დახარჯული დროის სწორად მართვით და პროდუქტიულობის გაზრდით; დროის მართვის საფუძვლების გაცნობა და მისი ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება; დროის დაგეგმვისა და მიზნების დასახვის სწავლა; მოკლე დროში საუკეთესო შედეგის მიღების სწავლა.
ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი თემები,როგორიცაა: პრობლემების ანალიზი,რატომ ვერ ვმართავთ დროს ეფექტურად; რატომ არის მნიშვნელოვანი დროის მართვა; დღის ეფექტური დაგეგმვა; სამუშაო დღის მართვა; დროის მართვის ეფექტური მოდელები; პრიორიტეტების განსაზღვრა; საკუთარი სუსტი წერტილების განსაზღვრა და გაუმჯობესების გზების დაგეგმვა; გრძნობები და მათი მართვის სტრატეგიები - როგორ ვიყოთ ემოციურ კომფორტში საკუთარ თავთან და გარემოსთან; მოტივაცია - რუტინული,მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საქმეები, როგორ ვისწავლოთ ვიყოთ ორგანიზებულები; საქმის ეფექტურად შესრულება,მუდმივ ამოცანებზე დახარჯული დროის შემცირება; ცხოვრების მიზნების დასახვა და მართვა.
ტრენინგი მოიცავდა აქტივობებს,ჯგუფურ სამუშაოებსა და პრაქტიკულ დავალებებს.
ტრენინგს უძღვებოდა ბუსსს ანრის მიერ მოწვეული ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ტრენერი სოფიო მამესწარაშვილი.