GE|EN

ბუსსს ანრი გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს!

მეზღვაურთა ღვაწლის დასაფასებლად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) 25 ივნისი გამოაცხადა მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ. 
ამ დღეს მთელი მსოფლიოს საზღვაო ქვეყნები და მათთან ერთად საქართველო, 2011 წლიდან აღნიშნავს. 
2017 წლის 25 ივნისს ბათუმში მასშტაბურად აღინიშნა მეზღვაურის დღე. 
სადღესასწაულო ღონისძიებასია ქტიური მონაწილეობა მიიღო ჩვენმა სასწავლებელმა.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 6 მაისის პარკიდან სტუდენტების მსვლელობით დაიწყო, რომელიც ბათუმის ნავსადგურთან ოფიციალური ღონისძიებით გაგრძელდა. სპეციალურად ამ დღისთვის ევროპის მოედანზე ბუსსს ანრიმ და სხვა საზღვაო სასწავლებლებმა  მოაწყო გამოფენა-გაყიდვა.  ბუსსს ანრიმ გამოფენაზე გამოიტანა სასწავლებელში არსებული სხვადასხვა საწვრთნელი აღჭურვილობა, ასვე საზღვაო და  მეზღვაურების ნივთები, მოაწყო ფოტო-გამოფენა.
საზეიმო ვითარებაში ჩვენი სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტებმა მიიღეს ფიცი.