GE|EN

გარდაიცვალა უფროსი მექანიკოსი გენადი შერვაშიძე.

სამწუხაროდ ნაადრევად გარდაიცვალა ძალიან კარგი ადამიანი, კეთილი მხიარული და კარგი კოლეგა, უფროსი მექანიკოსი, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებელი ბატონი გენადი შერვაშიძე.
 
მომხდარი იმდენად მოულოდნელია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატავად. რთულია გადმოვცეთ ბატონი გენადის პიროვნება, მისი როლი და საქმიანობა ჩვენს სასწავლებელში. მის ხელში არაერთმა წარმატებულმა სტუდენტმა და მეზღვაურმა გამოიარა. ის ყოველთვის იყო კარგი კოლეგა, მეგობარი, დამრიგებელი და კარგის მსურველი. იყო და ყოველთვის ასე დარჩება ყველა იმ ადამიანების გულში, ვისთანაც, თუნდაც მცირედი შეხება ჰქონდა.
 
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პერსონალის სრული შემადგენლობა და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბატონი გენადის გარდაცვალების გამო. დიდი მწუხარებითა და გულისტიკივილით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.