მიმდინარე წლის 28 იანვარს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია.რომელიც გაიმართა ონლაინ რეჟიმში , ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენციაზე განხილული იყო პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით მიღწევები და გამოწვევები.
კონფერენციაში მონაწილეობდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი- რუსუდან დიასამიძე; პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი- გურამ ქათამაძე; ხარისხის სპეციალისტი- ლია ფარტენაძე; სასწავლო პროცესის მენეჯერი- მაია დავითიანი. ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს, უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.