შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება
ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
14.05.2018წ. №69
შინაარსი: შპს ბუსსს ანრის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის აკრძალვის, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევებზე რეაგირების და პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, 23-ე და 24-ე მუხლების, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მე-10 მუხლის, შპს ბუსსს ანრის სენატის სხდომის 2018 წლის 14 მაისის დადგენილების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
§1
დამტკიცდეს შპსბუსსს ანრის ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევის აკრძალვის, თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევებზე რეაგირების და პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრის წესი დანართი N1-ის შესაბამისად.
§2
ბრძანება სახელმძღვანელოდ დაეგზავნოს შპს ბუსსს ანრის სტრუქტურულ ერთეულებს და განთავსდეს საინფორმაციო დაფებსა და სასწავლებლის ვევგვერდზე.
§3
ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 15 მაისიდან.
საფუძველი:„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, 2018 წლის 14 მაისის შპს ბუსსს ანრის სენატის სხდომის ოქმი N12, ჩემი განკარგულება.