GE|EN

„სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“

ა/წ 29 იანვარს თბილისში გაიმართა „სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ პროექტის ოფიციალური დახურვის ცერემონია,სადაც მოხდა დასაქმებისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის წარდგენა.
პლატფორმა ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ტექნოლოგიური სფეროდან ბიზნეს კომპანიების თანადაფინანსებითა და აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა.
შეხვედრაზე სამთავრობო, ბიზნეს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სერგო ნოზაძემ და კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა,კონკურენტუნარიანობის გუნდის ლიდერმა, (USAID საქართველო) დავით წიკლაურმა თემაზე: "ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება და მათი დასაქმების ხელშეწყობა" ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრას ესწრებოდა ბუსსს ანრის პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ვაჟა გეგიძე.