GE|EN

,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი 2023’’

ა/წ 3 და 4 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი’’.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო გამოფენა სპეციალურად გამზადებულ პავილიონებში.
სპორტული მიმართულებით ჩატარდა კალათბურთი და მინი ფეხბურთი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის სიგელი.
ღონისძიების ბოლოს ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდა შემდეგი წლის მასპინძელი სასწავლებელი.
ფესტივალი მუსიკალურად გააფორმა საზღვაო აკადემიის სტუდენტურმა ბენდმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი’’ საქართველოში პირველად ჩატარდა და იგი ხელს შუწყობს პროფესიული მიმართულებების პოპულარიზაციას.
ბუსსს ანრის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს და ვუსურვოთ წარმატებები.