GE|EN

EBSCO-ს ორდღიანი ვებინარი

მ/წ 14 და 15 თებერვალს ბუსსს ანრიში EBSCO_ს ელექტრონული ბაზების წარმომადგენელმა ZOOM-ის საშუალებით ჩაატარა ISM-ის პარტნიორი ორგანიზაციებისთვის ორდღიანი ვებინარი.

ვებინარის თემები იყო: „ სამეცნიერო და სამედიცინო წყაროების მოძიება სრული ტექსტების ბაზაში" და "ელექტრონული ბაზების გამოყენებისა და გავრცელების ხელშეწყობა“.

შეხვედრას უძღვებოდა EBSCO-ს ოფიციალური წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში, კომპანია Innovative Systems Management-ის პროექტების მენეჯერი ირინა სნეჟანი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო EBSCOhost-ის შესაძლებლობები და წარმოადგინა საძიებო სისტემები: EBSCOhost Web, Scientific & Medical ART Imagebase, DynaMed Plus და Dentistry & Oral Sciences Source, მათი ტექნოლოგიური უპირატესობები და გააცნო მათი გამოყენების ძირითადი წესები და უნარ-ჩვევები.წარმოდგენილი იყო EBSCOhost -ის ძირითადი საძიებლის „ინსტრუმენტების ზოლის“ განახლებული ფუნქციები და მათი გამოყენება, ძიების პარამეტრები, ძიების ტექნიკა, მოძიებული მასალის შენახვის პარამეტრები, პირადი ანგარიშის გახსნა, გადაგზავნა და სხვა.

ვებინარს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის ბიბლიოთეკის უფროსი მალვინა ურუშაძე და ბიბლიოთეკარი ანა მუშამბაძე.