GE|EN

"ბათუმობა 2023"

დღეს ბათუმობის დღესასწაულია.
135 წლის წინ, 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.
,,ბათუმობა 2023“ თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135-ე წლისთავს ეძღვნება.
ბათუმი თანამედროვე ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება.ჩვენი სასწავლებლის ერთ-ერთი მიზანია თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მომავალი მეზღვაურების განათლება, რასაც მაქსიმალურად ხელს უწყობს ბუსსს ანრის ხელმძღვანელობა,რათა ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ ქალაქის პოტენციალის გაძლიერებასა და განვითარებაში.
ბათუმი ჩვენი საერთო სახლია.
გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ კეთილდღეობას,ჯანმრთელობას და წინსვლას!