ღია კარის დღეები დაიწყო!
2023 წლის 17 თებერვალს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობამ და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღია კარის დღეს ორგანიზება გაუწია პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ.
ღია კარის დღეები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და ბაზის დათვალიერებით.