ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ ანრიში 17,18 და19 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა “ვესტერპლატის გმირები”-ს სახელობის ნავიგაციის სასწავლებლის დელეგაცია.
ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაციამ დაათვალიერა ბუსსს ანრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
ბუსსს ანრის გენერალურმა დირექტორმა და “ვესტერპლატის გმირები”-ს სახელობის ნავიგაციის სასწავლებლის რექტორმა ხელი მოაწერეს საზღვაო პროფესიული განათლების მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებას.