GE|EN

შოვის ტრაგედია

ბუსსს ანრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ პატივისცემას მაშველების და თითოეული იმ ადამიანის გმირობის მიმართ, ვინც სამაშველო და პირველადი დახმარების სამუშაოებშია ჩართული და დაუღალავად აგრძელებს მუშაობას ადგილზე, რათა ყველა დაზარალებულის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უზრუნველყოფილი იყოს.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი - 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.