შპს „ქიუ-სერთ საქართველო”–ს ორგანიზებით ამა წლის 28-30 აპრილს ჩატარდა მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორების სამ დღიანი კურსი.
კურსები ჩატარდა ISO 9001:2015 „ხარისხის მენეჯმენტის სისტემები - მოთხოვნები“- ს შესაბამისად. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელებზე, საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმისა (IAF) და EA-ის ევროპული აკრედიტაციის წევრი სასერტიფიკაციო ორგანიზაცია "ქიუ ეს სერთი"-ს (
QSCERT-WWW.QSCERT.COM) მიერ გაიცემა შიდა აუდიტორის სერტიფიკატი.
სერტიფიცირებულ აუდიტორებს შემდგომში შესაძლებლობა ექნებათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ შიდა აუდიტის ჩატარებაში, მენეჯმენტის სისტემების შემუშავების, დანერგვისა და შენარჩუნების ღონისძიებებში როგორც სერტიფიცირებულ ასევე სერტიფიკატის მაძიებელ კომპანიებში.
შიდა აუდიტორის სერტიფიკატების განახლების მიზნით კურსი გაიარა ბუსსს ანრის ხარისხის სამსახურის უფროსმა და შიდა აუდიტორებმა.
კურსს უძღვებოდნენ: პროფესორი, დოქტორი, მართვის სისტემებისა და განათლების სექტორის განვითარებისა და ხარისხის ექსპერტი ნათია ზედგინიძე და ISO ხარისხის მენეჯმენტის სისტემების ექსპერტი, GRCERT დირექტორი თამაზ თურმანიძე.