GE|EN

ტრენინგ-კურსი „საქართველო: დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის (Center for International Private Enterprise (CIPE)) თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტის - „საქართველო: დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“ - ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგ-კურსი საქართველოს მასშტაბით, შრომითი ურთიერთობისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების აღსრულების საკითხებზე.

       ტრენინგზე განხილული იყო რიგი საკითხები საქართველოს შესაბამისი კანონებიდან, მათ შორის ისეთი პრაქტიკული შრომით-სამართლებრივი საკითხების         შესახებ, როგორიცაა:

  • შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, შრომის ინსპექტირების დაწყების საფუძვლები - „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • დამსაქმებლის ვალდებულებები, დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
  • შრომითი ხელშეკრულების დადება და მისი არსებითი პირობები, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლები - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“.

აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდა ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის   ადამიანური რესურსების მენჯერი - ნათია დიასამიძე და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - მინდია თავართქილაძე.