მიმდინარე წლის 3-4 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ორგანიზებით იმართება ,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი’’.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით და ესტონეთის ,,ვალგას პროფესიული სასწავლებელის’’ წარმომადგენლები.
ფესტივალის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები წარმოადგენენ თავიანთ სასწავლებლის პრეზენტაციას (საიმიჯო კლიპს), ასევე მოეწყობა გამოფენა სპეციალურად გამზადებულ პავილიონებში, სადაც მოხდება მათთვის დამახასითებელი პროდუქციის და პროგრამების პოპულარიზაცია, სპორტული მიმართულებით ჩატარდება ქუჩის კალთბურთი და მინი ფეხბურთი, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით, სიგელებით და მედლებით.
ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს საზღვაო აკადემიის სტუდენტური ბენდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი, ასევე მოწვეული სტუდენტური ბენდები.
ღონისძიების ბოლოს ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდება შემდეგი წლის მასპინძელი სასწავლებელი.
პირველი დღე:
• ღონისძიების გახსნა, სიტყვით გამოსვლა
• გუნდების წარდგენა და მისალმება
• სპორტული ღონისძიებების დაწყება
• პრეზენტაციების წარდგენა
• ვიზიტი დელფინარიუმში(დელფინების შოუპროგრამა)
მეორე დღე:
• გამოფენა საზღვაო აკადემიის ეზოში
• სპორტული ღონისძიებების ფინალური ეტაპები
• ლოტოტრონით შემდეგი მასპინძელი სასწავლებლის გამოვლენა
• გუნდების დაჯილდოვება
• მადლობის სიგელების გადაცემა მონაწილეებზე
• სიტყვით გამოსვლა
• ალაფურშეტი
• მუსიკალური ბენდები, ქორეოგრაფიული ანსამბლი.
დაინტერესებულ პროფესიულ სტუდენტებს ვთხოვთ მიმართოთ ბუსსს ანრის თვითმმართველობას ან პრაქტიკის, კარიერის დაგეგმვისა და პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებას.