GE|EN

ღია კარის დღეები დაიწყო!

ღია კარის დღეები დაიწყო!
ა/წ 1 მარტს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრის პროფესიულ სტუდენტთა თვითმმართველობამ და სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ბათუმის 28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
პროფესიულმა სტუდენტებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ბუსსს ანრის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღია კარის დღეს ორგანიზება გაუწია პროფესიულ სტუდენტებთან ურთიერთობის განყოფილებამ.
ღია კარის დღეები გაგრძელდება არა მხოლოდ გასვლითი პრეზენტაციებით, არამედ ბუსსს ანრიში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მოწვევით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დათვალიერებით.