GE|EN

თანამშრომლობითი ვიზიტი სსიპ - კოლეჯ “მოდუსში ”

ა/წ 14 და 15 აგვისტოს ქ. რუსთავში სსიპ - კოლეჯ “მოდუსში ” გაიმართა თანამშრომლობითი ვიზიტი ურთიერთშეფასებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრას ორგანიზებასა და მხარდაჭერას უწევდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი „პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში.
თანამშრომლობით ვიზიტს ესწრებოდნენ ბუსსს ანრის პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩხაიძე და სასწავლო პროცესის მენეჯერი მაია დავითიანი.
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია კოლეჯ ,,მოდუსში“ სასწავლო პროცესის ორგანიზების
შესახებ - არსებული გამოწვევები , ხარისხის მართვა; ასევე მოხდა ვიზიტორი კოლეჯების მიერ გამოცდილების გაზიარება.
ბუსსს ანრი მადლობას უხდის ორგანიზატორებს და უსურვებს დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებას!