GE|EN

ტრენინგი ”ადამიანის უფლებები შრომით სამართალში“

ა/წ 7 ივლისს ბუსსს ანრის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი ”ადამიანის უფლებები შრომით სამართალში“.
ტრენინგს უძღვებოდა სამართლის დოქტორი ზაქარია შველიძე.
ტრენინგის მსმენელები გაეცნენ შრომის სამართალთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს,როგორიცაა: შრომითი ხელშეკრულება, სამუშაო დროის და შვებულების უფლების რეგულირება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა და ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებული გამოწვევები.
ტრენინგი მიზნად ისახავდა თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას შრომის სამართალთან დაკავშირებულ თემებზე.