GE|EN

ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის eTwinning-თან დაკავშირებით!

პროფესიული განათლების მასწავლებელთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 15 თებერვალს 17:00 საათზე, დაგეგმილია ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის eTwinning-თან დაკავშირებით.
შეხვედრის მიზანია დაინტერესებული მასწავლებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული საკონსულტაციო შეხვედრა მათ შორის ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას პორტალზე რეგისტრაციისა და მისი გამოყენების შესახებ, ასევე, eTwinning-ის ფარგლებში არსებული შესაძლებლობისა და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის მექანიზმების შესახებ.
ონლაინ შეხვედრაზე დასწრებისათვის მასწავლებლებმა უნდა გაიარონ მარტივი რეგისტრაცია მიმდინარე წლის 12 თებერვლის ჩათვლით შემდეგი ბმულის საშუალებით: https://forms.office.com/e/LAUNgZN0Qd
რეგისტრირებულ მასწავლებლებს ონლაინ შეხვედრის ბმული მოგვიანებით გაეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ შესაბამის ელ. ფოსტის მისამართებზე.
შეგახსენებთ, რომ პროფესიული უნარების სააგენტოსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული განათლების მასწავლებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა გახდნენ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამის eTwinning-ის წევრები. ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა eTwinning ქართველ პედაგოგებს პროფესიულ განვითარებასა და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში დაეხმარება.
გისურვებთ წარმატებებს!