GE|EN

მხიარული სტარტების ტურნირი

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!
ა.წ. 11 მაისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში ჩატარებულ ღონისძიებაზე ჩვენს კოლეჯს ხვდა წილად ბედნიერება კვლავ შევკრიბოთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და ვუმასპინძლოთ შეხვედრას მ.წ. აგვისტოს თვეში. ვინაიდან აგვისტოს თვე ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრისთვის არის ღირშესანიშნავი, 19 აგვისტო არის ბუსსს ანრის დაარსების თარიღი, ასევე ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ გავამხიარულოთ პროფესიული სტუდენტები და გავმართოთ მხიარული სტარტების ტურნირი.
ვიწვევთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს საინტერესო, სახალისო და ვიმედოვნებთ დაუვიწყარი დღის გასატარებლად. მხიარული სტარტების ტურნირი გაიმართება 2023 წლის 19 აგვისტოს, ქ.ბათუმში.
ჩატარების ზუსტ ადგილს და განრიგს გაცნობებთ დამატებით.
მხიარულ სტარტებში მონაწილეთა რაოდენობა, თითო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესბულებიდან, განისაზღვრება 5 პროფესიულ სტუდენტით და მაქსიმუმ 3 თანხმლები პირით.
გთხოვთ, მონაწილეობის მისაღებად დასარეგისტრირებლად გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/HgRtgQwtb1kezUoM9
რეგისტრაცია მიმდინარეობს მ.წ. 20 ივლისის ჩათვლით.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად საკონტაქტო პირი:
ანა მუშამბაძე 574 115 996